ბლოგები მთავარი პოლიტიკა

არსად ისე შეურაცხყოფილი არ რჩება ადამიანურობა, როგორც წინასაარჩევნო საქართველოში

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოში, განსხვავებით სხვა, პოლიტიკურად მწიფე ქვეყნებისგან, ძალაუფლების დაკარგვა, სამწუხაროდ, ავტომატურად მინიმუმ დევნილობას, მაქსიმუმ კი სასჯელს ითვალისწინებს და ვინც არ უნდა აქოს და ადიდოს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ფაქტია, რომ დღეს ქართული პოლიტიკური კულტურა იმ სიველურის ცოცხალი განსახიერებაა, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ძველ პოლიტიკურ სცენას “ცეცხლით და მახვილით” ასუფთავებს, ხოლო მისი შენარჩუნებისთვის კი გონებისთვის თავზარდამცემი მსხვერპლის გაღებასაც არ ერიდება.

ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტების დადგომას, როგორ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, ყოველთვის სისხლიანი ტრაგედია უძღვოდა წინ და გარდატეხის განმპირობებლადაც, ყოველთვის ასეთი ტრაგედიები გვევლინებოდა.

ჩვენ რატომღაც პოლიტიკური ცვლილებისთვის ყოველთვის სისხლს, საზარელ მსხვერპლთშეწირვას ვსაჭიროებთ და ამის გააზრება იმდენად მტკივნეულია, რამდენადაც ფარდას ხდის ჩვენს იმ ველურ, დამახინჯებულ ბუნებას, რომელმაც ცივილიზაციას ხმა, ფეხი ვერ აუწყო და ყველაზე და ყველაფერზე, საკუთარ თავზე აღრენილი, ასე და ამ ფორმით მიაბიჯებს განვითარების გზაზე… მტკივნეულია, რადგან ამ ქვეყანას და მის ხალხს, აღარაფერი აქვს საერთო იმ ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, მის კულტურასა და ისტორიასთან, რომლითაც ასე ვამაყობთ და თავს ვიწონებთ.

ქართული მმართველი კლასი იმ ტურას დაემსგავსა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერ(!) სიბინძურეზეა წამსვლელი და მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირად მიღებულია “აკრძალული ილეთები”, არსად ისე შეურაცხყოფილი არ რჩება ადამიანურობა, როგორც წინასაარჩევნო საქართველოში.

საქართველოში რევანშიზმი პოლიტიკური მართვის შემადგენელ ნაწილად იქცა და ვინც არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის, დანახვის სურვილის შემთხვევაში თვალნათლივ დავინახავთ, რომ წინა საუკუნის ოციანებიდან მოყოლებული და დღემდე “ყოფილი მთავრობა” ფაქტობრივად, “დევნილი მთავრობის” სინონიმად იქცა და მხოლოდ “დევნილის” წინაშე შიშია ის, რაც ადამიანებს იმას აკეთებინებს, ბოროტების შეგრძნებას და განცდას ხელშესახებამდე რეალურს რომ ხდის.

ცხოვრება ხანმოკლეა!.. მეტიც, იმათი ცხოვრებებიც კი ხანმოკლეა, ვისთვისაც თქვენ თქვენს ძალას და უფლებას დღეს და აქ სისხლით რწყავთ… იმდენად ხანმოკლეა, რომ მისი ერთი წვეთი ის სიტკბოება, რომელიც თქვენ სიტკბოებად მიგაჩნიათ და ასეთი ხერხებით მოიპოვებთ, ნამდვილად არ ღირს იმ ზღვა სიმწარედ, რომელიც ამ ხანმოკლეობის მიღმა “სიტკბოების” საპირწონედ, გაცოცხლებული სინდისის თქვენდამი დამოკიდებულებად მოგევლინებათ.

ვასო შონია

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..