aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არეშიძე: “აფხაზეთში არა პროქართული, არამედ ანტირუსული განწყობები იკიდებს ფეხს და შამბა ცდილობს, ამ განწყობების ლიდერი გახდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შამბას ქონდა ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან კონტაქტები სხვადახსვა დონეზე, სხვადასხვა წრეებთან. 2006 წელს თბილისშიც არის ნამყოფი, შარდენზეც გაისეირნა. კარგი იქნება თუ ქართული პოლიტიკური ელიტა შამბას ნათქვამს ყურადღებას მიაქცევს და შეეცდება, ამ ნათქვამით შეიარაღდეს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ “მეტრონომს” ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის სერგეი შამბას კომენტირებისას განაცხადა.

სერგეი შამბა ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი გავლენიანი პირების აზრი არ გააჟღერა. თუმცა, აფხაზეთის საზოგადოების ერთი, არც თუ ისე მრავალრიცხოვანი, ჯგუფის აზრს გამოხატავს. შამბას ქონდა ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან კონტაქტები სხვადახსვა დონეზე, სხვადასხვა წრეებთან. 2006 წელს თბილისშიც არის ნამყოფი, შარდენზეც გაისეირნა. ასე, რომ პრინციპში, მე მისი ნათქვამი არ მიკვირს. თუმცა, მთავარია, რატომ გააკეთა ახლა ეს განცხადება.

რამოდენიმე თვის წინაც თქვა შამბამ ეს. შეგვიძლია, ორგვარად შევაფასოთ მისი ნათქვამი. ერთი ის, რომ შამბა რუსულ პოლიტიკურ ელიტაზე ნაწყენია, რომელიც არ დაეხმარა მას და დღეს დაჩაგრულ მდგომარეობაში გრძნობს თავს. აქედან გამომდინარე, ეს ნათქვამი შეიძლება, ორიენტირებული იყოს მოსკოვზეც და ვაშინგტონზეც. მეორე ვერსია არის, რომ ის მხარეებს მომლაპარაკებლად თავაზობს თავს, რათა ფუნქცია შეიძინოს. მესამე ვარიანტია, რომ შამბა აფხაზურ წრეებში არსებულ განწყობებს გრძნობს და ცდილობს, რომ ამ განწყობების ლიდერი გახდეს. ეს განწყობები, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში ფეხს იკიდებს არაა პროქართული, არამედ ანტირუსულია. სწორედ ამ განწყობების სათვეში მოქცევას ცდილობს შამბა. თუმცა, ეს ყველაფერი ვერსიებია.

ჩვენ შამბას განცხადება ბევრნაირად შეგვიძლია, გამოვიყენოთ. თუმცა, ამას საგაზეთო ფურცლებზე ვერ დავწერ. შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იქნება თუ ქართული პოლიტიკური ელიტა შამბას ნათქვამს ყურადღებას მიაქცევს და შეეცდება, ამ ნათქვამით შეიარაღდეს.

იტვირთბა....