aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა დოლიძე – მასტერებს რომ ვებრძოდით, კობახიძე და სხვები კაბინეტებში თბილად ისხდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პროკურატურაში ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებულ ბრიფინგს ეხმაურება.

“ვიღაცას შეიძლება ჰგონია რომ ჩვენ ამომრჩეველს უკვირს, რომ მასტერა დანაშაულებს გეგმავდა. ეს სწორედ იმ ხალხისთვისაა აღმოჩენა, ვინც მასტერებს (კრებსითად) რომ ვებრძოდით და ბევრმა ამაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ოჯახები გაწირა, იმ დროს თბილად კაბინეტში იჯდა (კობახიძე, ოხანაშვილი და სხვები). კაბინეტში რომ ისხედით თბილად ზუსტად მაგიტომ ახლა აღმოაჩინეთ მასტერა და სხვები. მაგიტომ დააწინაურეთ სუბელიანი და სხვები. სიმართლის დადგენა რომ ვინმეს ნდომოდა სიმართლის პროცესს თავიდანვე გააკეთებდნენ. ახლა ამ ფირების გამოგდება იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკია, რომელზეც მრავალჭირნახულ ქართველ მაყურებელს გვეცინება”, – წერს დოლიძე.

დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

იტვირთბა....