aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ პოლიტიკურ ვითარებაში მესამე ძალის არსებობა შეუძლებელია” – გიორგი მარგველაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ ვითარებაში, მესამე ძალის არსებობა ჯერჯერობით შეუძლებელია.

კითხვაზე, თუ რატომ არ სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, უნდა გაერთიანებულიყო ოპოზიცია და მაინც ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარება იქნებოდა.

„2 ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება. ამ ფონზე შესაძლებლობა მესამე ძალის გაჩენის, მაშინ როდესაც მესამე ძალა წარმოადგენს მათთვის თავდასხმის ობიექტს, უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია. როდესაც მესამე ჩნდება, ის არის შედარებით სუსტი და უპირისპირდება ორი ძლიერი ბანაკი. მე რომ გამოვსულიყავი არჩევნებზე, მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი – მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ და მე უნდა მეთამაშა ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი. 30 წელია ამას ვაკეთებ და აღარ მინდა. მე რომ მოვსულიყავი ამ კონსტიტუციის პირობებში, ცვლილებებს ვერ დავაანონსებდი თუ არ დავიწყებდი აგრესიულ კამპანიას. მე დეტალურად ვიცოდი, რა უნდა მეთქვა არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რომ ვაერთიანებთ ოპოზიციას და უნდა მივიღოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა მომავალი ცვლილებებისთვის. პიროვნულად არ მინდა ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი კავკასიის უნივერიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

იტვირთბა....