aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ალექსეი ნავალნი დაკავებიდან 1 საათში გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაკავებიდან 1 საათში გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის აღძვრის შესახებ პროტოკოლი გადასცეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ის სასამართლომდე გაათავისუფლეს. თუმცა როდის გაიმართება პროცესი, უცნობია.

ოპოზიციონერი დღეს სტომატოლოგიური კაბინეტიდან გამოვლის შემდეგ დააკავეს.

ამომრჩევლების გაფიცვა, რომელიც 28 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით ალექსეი ნავალნის ინიციატივით ჩატარდა, დაახლოებით 90 ადამიანი დააპატიმრეს.

იმავე დღეს, პოლიცია ნავალნის “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” ოფისში მივიდა და შესასვლელი კარი გახსნა იმ საბაბით, თითქოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო.

იტვირთბა....