aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა”: ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა ზემო ფონიჭალის 206-ე ბაღის აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას “კურიერთან” აფასებს. მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა რთულია. მისივე ცნობით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან, ჩვენი აღსაზრდელი,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

თორდინავას განცხადებით, არ გამორიცხება იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშის მეთვალყურეობა ევალებოდა. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, მონიტორინგის პასუხები დაახლოებით, ორ საათში იქნება ცნობილი და „უმკაცრეს ზომებს“ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. დაზარალებული ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვი ამ დროისთვის კონტაქტურია.

შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....