aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

თალაკვაძე – „ევროპულმა საქართველომ“ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოთხოვნები ჩადო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გახსნილი. ამისთვის უმრავლესობაც მივეცით ოპოზიციას კომისიაში, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ ჩადო დიდი წილი პოლიტიკური მოთხოვნებისა ამ ანგარიშში, რაც მიგვაჩნია, რომ სცდება რეალურად კომისიის მანდატს, -ამის შესახებ საპარლამნტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური მოთხოვნების ჩადებამ გამოიწვია უთანხმოება.

“კომისიამ საბოლოო შედეგის თვალსაზრისით დაადასტურა, რომ ხელისუფლების ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ ხდება. რაც შეეხება ანგარიშს,  ანგარიშის გარშემო უთანხმოება გამოიწვია იმან, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ჩადო დიდი წილი პოლიტიკური მოთხოვნებისა ამ ანგარიშში, რაც მიგვაჩნია, რომ სცდება რეალურად კომისიის მანდატს.

სამწუხაროდ, მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი არგუმენტები, თუმცა საზოგადოებას ვაჩვენეთ, რატომ არ ვეთანხმებოდით ამ პოლიტიკურ მოთხოვნებს. რეალურად თუ მოხდება შეთანხმება ობიექტურ გარემოებებზე და ობიექტურ რეკომენდაციებზე, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს საბოლოო დადგენილებაში ავსახოთ. განსაკუთრებით იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომელიც არის ობიექტური რეალობა და რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

იტვირთბა....