aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავღანეთში 3 ქართველი სამხედრო დაიჭრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა.

უწყების ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძისა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის, სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამჟამად, ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო დახმარება აქვთ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის დროს ქართველი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.

იტვირთბა....