aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების – I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ბექა ამბროლაძემ და ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნას. ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „სპარტანის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სტივენ ფილიპსი, ასევე ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

მემორიალის გახსნის შემდეგ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში პატრულირებისას 2015 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა, ხოლო II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილის თვიდან ასრულებდა. ის 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

იტვირთბა....