aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა: ერთის მდგომარეობა მძიმეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.  ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს  დიდი სისწრაფით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ოთხივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით,  ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.  მას თავის არეში ტრამვა აქვს მიღებული, ხოლო დანარჩენ მგზავრებს, ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

იტვირთბა....