aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფოთში ყინულზე ავტომობილის მოცურებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით,  ოპელის მარკის ავტომანქანა მოყინულ გზაზე მოცურდა, გზის პირას მდებარე ბოძს შეეჯახა, შემდეგ ამოტრიალდა და თხრილში ჩავარდა.

ავტომანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილას, ფოთის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.როგორც ცნობილია გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

იტვირთბა....