აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი სამართალი

ადვოკატი: გუგეშაშვილის საქმეში ახალი დეტალებია, ნაპოვნია დნმ-ის უცხო კვალი და მკვლელის ფოტორობოტი შედგენილია

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

დოდო გუგეშაშვილის თავდასხმის საქმეში ახალი დეტალებია, ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა  “მეტრონომთან” განაცხადა.  მისი თქმით, გამოძიებამ გუგეშაშვილის სახლში მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. უკვე შემოწმებულია 80-მდე ადამიანი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ეჭვმიტანილი არ არის.

ასევე, გამოძიებას ამოღებული აქვს გუგეშაშვილის მობილურ ტელეფონზე შესული ზარების შესახებ ინფორმაცია. გამოძიების მიმდინარეობის პროცესს ადვოკატი პოლიციის მთავარ სამმართველოში გაეცნო.

„მეტრონომი“: როგორც ცნობილი გახდა, გამოძიებამ დოდო გუგეშაშვილის სახლში მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. რა ახალი დეტალები არსებობს მკვლელობის საქმეში და ეკუთვნის თუ არა ეს დნმ-ი მკლელობაში ეჭვმიტანილს?

გელა ნიკოლეიშვილი: ახალ დეტალებს რაც შეეხება, დაგიდასტურებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის სახლში ნამდვილად მესამეე პირის დნმ-ია აღმოჩენილი. ასევე, გამოძიებამ შეამოწმა დოდო გუგეშაშვილთან ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ყველა სატელეფონო ზარით თუ მიმოწერა. შემოწმებულია ვიდეო თვალი და ჩანაწერები. გადამოწმებულია 80-მდე ადამიანის დნმ-ი და მინდა გითხრათ, რომ მესამე დნმ-ი არცერთი მათგანის არ აღმოჩნდა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის მკვლელის დნმ-ი და ამის გადამოწმება მიმდინარეობს.

დნმ-ი 80%-მდე უტყუარ მტკიცებულებას ნიშნავს და ის სიზუსტით ემთხვევა. თუმცა დნმ-ს ერთი მინუსი ის აქვს, რომ არ არსებობს კონკრეტული ბაზა, როგორც ეს ტაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შემთხვევაში ანუ თითების ანაბეჭდების დროს ხდება. ერთადერთი მისი შედარება კონკრეტულ მონაცემთან დაკავშირებით ხდება. აქედან გამომდინარე სამუშაო კიდევ ბევრია. არც ისეა, რომ არაფერი გამოკვეთილა და ვერც იმას ვიტყვი, რომ გამოძიება უკვე კონკრეტულ კვალზე არის გასული. თუმცა ძალიან ბევრი კუთხით და მიმართულებით საკმაოდ კარგადა მუშაობენ.

-შეიძლება ვთქვათ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და არსებობენ ადამიანები, რომელთა გადამოწმებაც მიმდინარეობს?

-როგორც ასეთი ეჭვმიტანილები, რა თქმა უნდა, რომ გამოძიებას ჰყავს და მათ ამოწმებს. გარკვეული კავშირების და კონტაქტების გამო, გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანის გადამოწმება მოხდეს. ის რომ კონკრეტული ადამიანი არსებობს, რომლიც ეჭვმიტანილია და დაზუსტებით რამის თქმა შედვიძლია, ასე არ არის.

-შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ეს არის ქილიერი რომელმაც შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა? ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ბევრმა ადმიანმა დაინახა, გამოძიებას მისი დადგენა მაინც გაუჭირრდა…

-ეს არის მხოლოდ ანალიზის და ლოგიკური მსჯელობის საგანი, რომელსაც რა თქმა უნდა, რომ გამოძიება ამუშავებს. ეს იყო ვიღაცისგან მიგზავნილი ადამიანი, რადგანაც ის დოდო გუგეშაშვილს არ იცნობდა და სრულიად სხვა საბაბით ეკონტაქტებოდა. ამის შემდეგ კი მკვლელობას სჩადის, ეს უკვე შეკვეთილს ჰგავს. პირადი მტრობა, რომ ჰქონოდა, მისი დადგენა უფრო ადვილად მოხდებოდა. თუმცა ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ თუ ის ქილერი იყო საკუთარ სახეს რატომ აჩენდა და რატომ არ ჩაუსაფრდა სადმე, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მას იმედი ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ როგორც დოდო გუგეშაშვილს, ასევე მის შვილსაც მოკლავდა.
რაღაც ბოლომდე ვერ გათვალა. ქილერს დავარქმევთ თუ მიგზავნილს, ფაქტი ერთია, რომ მას ორივეს მოკვლა ჰქონდა შეკვეთილი. ქალბატონი დოდო შემთხვევით გადარჩა, რაც მკვლელმა ვერ გაითვალისწინა.

როგორც დოდო გუგეშაშვილი მედიასთან საუბარში ამბობდა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უმნიშვნელო გარეგნობის იყო და სახეს ყოველთვის იფარავდა, ამიტომ მისი გარეგნობა დიდად არ დაამახსოვრდა. თუ არსებობს ფოტორობოტი და რამდენად კარგად გაიხსენეს ის თვითმხილველებმა?

-ფოტო რობოტი შედგენილია. მისი სახის დანახვა დოდო გუგეშაშვილის მეზობლებმა კარგად შეძლეს და ვიზუალის დადგენა მათი მეშვეობით მოხდა. მართალია დოდო ამბობს, რომ ის ყოველთვის შეფუთული იყო და მისი სახე კარგად არ ახსოვს, თუმცა სხვა თვითმხილველები არიან, რომლებმაც მისი გარეგნობის აღდგენა კარგად შეძლეს. ფოტორობოტი მართალია 100%-იანი არ არის, თუმცა მიმსგავსება ნამდვილად მოხდა.

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ქართველია? რა ენაზე ხდებოდა მათ შორის კონტაქტი?

-ქართველია, ის გუგეშაშვილს ქართულ ენაზე სრულიად თავისუფლად და უაქცენტოდ ელაპარაკებოდა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო შუახნის მამაკაცი ასე 40-დან 45 წლამდე.

ავტორი: ელზა პაპოშვილი  

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..