aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: მოზარდებს შორის ჩხუბის თვითმხილველი მოწმის ჩვენება განსხვავდება სხვების ჩვენებებისგან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. პროცესი დახურულია, რადგან ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია. სხდომას მხოლოდ გარდაცვლილების ახლობლები ესწრებიან.

ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ საქმე არაეფექტურადაა გამოძიებული და ჭეშმარიტება დამალულია. კაკაბაძის თქმით, აქამდე დაკითხული მოწმეებიდან უშუალოდ ჩხუბის თვითმხილველი მხოლოდ ერთი პირი იყო.

”დანარჩენი არც ერთი დაკითხული ჩხუბის თვითმხილველი არ ყოფილა. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ერთი პირის ჩვენება. ამ ადამიანის ჩვენება ძალიან განსხვავდება სხვა მოწმეების ჩვენებისგან. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ როცა სხვა მოწმეების დაკითხვაზე გადავალთ, სასამართლო დაინახავს სიმართლეს და იმას, რომ ის, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, ძალიან განსხვავდება რეალობისგან”- აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ პროცესის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....