aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატის თქმით სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა.

ადვოკატმა დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....