aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან დიდ განსაცდელშია”: ოთარ აბესაძის ცოლი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ცოლი,  დეა აფციაური, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“ჩემზეც დაიწყებთ ლაპარაკს რატომ მცალია პოსტების წერისთვის. მცალია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი რითიც შემიძლია ჩემი ოთოს გვერდში დგომა ჩემი, ჩვენი და თქვენი ადამიანობა, დადებითი ემოციები და სიყვარულია. გული მეკუმშება ბოროტ ადამიანებზე, ვისთვისაც ოთოს
არასდროს არაფერი დაუშავებია და ზოგადად არ დაუშავებია;  არასდროს არავისთვის არაფერი!!!!! ოთო, ოთო აბესაძე სუბიექტურად და ობიექტურად არის საუკეთესო ადამიანი, შვილი, მამა, მეგობარი და მეორე ნახევარი. არ შეიძლება ოთო იყოს ცუდად და აუცილებლად იქნება კარგად, ისე როგორც იმსახურებს, სხვანაირად არ შეიძლება, რომ იყოს!!!!!! თქვენც ხომ გყავთ ოჯახები, გყავთ შვილები????მათზე იფიქრეთ და მერე ილაპარაკეთ ადამიანზე,  რომელიც ძალიან დიდ განსაცდელშია და ყველაზე მეტად ადამიანების გვერდში დგომა ჭირდება!!!! თქვენ ყველას გისურვებთ ბედნიერ და მშვიდ ცხოვრებას, რომ არასდროს, არასდროს გახარებდეთ სხვისი უბედურება!!!!!!!”,– წერს აფციაური.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე დააკავეს.

 

იტვირთბა....