aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

უცხოური პრესა ფაჩულიაზე: არ მგონია, რომელიმე შტატში ასეთი აქტიურობა ყოფილიყო, როცა მოსახლეობა 4 მილიონია

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “დალას მავერიქსის” ლიდერს, ზაზა ფაჩულიას NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” არჩევნებში 294 ათასზე მეტი ხმა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. ხმის მიცემა 19 იანვარს, 9 საათზე მორჩება.

დასრულებამდე 1 დღით ადრე, მსოფლიო პრესა და უცხოელები კვლავ დაინტერესდნენ ფაჩულიათი და ქართველების აქტიურობით.

“მოემზადეთ ბიჭებო ქართველების შეტევებისთვის”

“ენეს კარტერი და ზაზა ფაჩულია “All Star”-ში. წარმატებები ორივეს”

“დალასის” გვერდი რატომ არ აქტიურობს საერთოდ? დირკს მწვრთნელები აირჩევენ და ზაზას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება !”

“რატომ აგებს “მავერიქსი” თამაშებს? მწვრთნელი ფაჩულიას სკამზე სვამს და მთავარი მიზეზი ეს არის”

“მე არ ვიცოდი აქამდე, თუ სად იყო საქართველო და რას წარმოადგენდა. თავიდან, ამერიკის შტატი მეგონა, თუმცა მათმა აქტიურობამ ყველაფერი გადაფარა. არამგონია, რომელიმე შტატში ასეთი აქტიურობა ყოფილიყო, როცა მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონია”

“როდესაც 13 სეზონია თამაშობ აქ, შეუძლებელია “ვიღაცა” იყო. ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დიდი სიყვარულით პოლონეთიდან”

“როგორ გაიყვანეთ Big Z აქამდე? გვასწავლეთ ებრაელებს და ომარ კასპიმაც ითამაშოს მასთან ერთად”

“ის უფრო კარგად ხსნის და მეტ ჩაჭრას აკეთებს, ვიდრე სხვა” – Espn

“ნოვიცკის შემდეგ “დალასის” ფანებმა პირველად დაიწყეს ვიღაცის კუმირად ქცევა. ეს სწორედ ფაჩულიაა” – Sportnation

“როცა თამაშს მორჩებით, ნახეთ, თუ იყო ზაზა სასტარტოში. საქართველოს კაპიტანი გუნდის ხერხემალია” – Sportsday

წყარო: fexburti.ge

იტვირთბა....