aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდი გველის სექტემბერში: ყველაზე პოპულარული ასტროლოგის პროგნოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცნობილი რუსი ასტროლოგი, ე.წ. “რუსული ასტროლოგიის ბებია” – ვასილისა ვოლოდინა, საკმაოდ საინტერესო პროგნოზს აანონსებს საკუთარ პერსონალურ ვებ-გვერდზე. საქმე იმაშია, რომ სექტემბრის თვეში ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენა – მზისა და მთვარის დაბნელება ხდება. დაბნელებები კი როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ყოველთვის ააქტიურებს ფატალურ და შეუქცევად პროცესებს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

სექტემბრის “დაბნელებათა კორიდორს” ვასილისა ვოლოდინა განიხილავს როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ ასტროლოგის მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში, რომლებზეც დაბნელება მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოც მოხვდა. ხოლო მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსთა ჩამონათვალში, რომლებიც ვოლოდინას თქმით, მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდონ სექტემბრის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს – საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ხვდება.

ვასილისა ვოლოდინა ამ ადამიანს მაქსიმალურ სიფრთხილეს, წინდახედულებასა და დიპლომატიურობას ურჩევს საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა თავიდან აიცილოს დაბნელების ენერგეტიკით გამოწვეული ნეგატიური მოვლენების ჯაჭვი, რომელიც თავის მხრივ არამხოლოდ მისი, არამედ ქვეყნის ბედ-იღბალზეც იქონიებს გავლენას. ე.წ. “რისკ- ზონაში” მოქცეულ ცნობად პერსონებს შორის, მარგველაშვილის გარდა რუსეთის პატრიარქი კირილი და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც ხვდებიან. ხოლო იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ბედზეც დაბნელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შედის სომხეთი, თურქეთი, ნორვეგია, ირანი და სხვები. 

წყარო:http://astrologi.ambebi.ge

იტვირთბა....