aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რატომ გადაიყვანეს შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში: „მას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში!“

aviabiletebi
ავიაბილეთები

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის დასახმარებლად უკვე რამდენიმე დღეა გამოქვეყნებულია ანგარიშის ნომერი, რომლეზეც ნებისმიერ ადამიანს თანხის ჩარიცხვა შეუძლია.

გამომდინარე იქიდან, რომ ევა სასწრაფოდ უნდა გადააფრინონ თურქეთში, ნებისმიერი თანხა, რომელსაც თითოეული ადამიანი გაიღებს მისი გამოჯანმრთელებისათვის, მნიშვნელოვანია. უახლესი ინფორმაციით, ევას გაუსაძლისი ტკივილი აღენიშნება და მისთვის დამატებითი ოპერაციის ჩატარებაა საჭირო. მისი თურქეთში გადაფრენა 13 მაისს, გამთენიისას არის დაგეგმილი. ამიტომ გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაეხმარეთ მას გამოჯანმრთელებაში.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ბეგაშვილის მეგობარმა, მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმაც დაწერა და საზოგადოებას ევა ბარბაქაძის დახმარებისკენ მოუწოდა:

„ჩემო საყვარელო მეგობრებო,ევას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება თურქეთში! ძალიან გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ულამაზესი და უსაყვარლესი გოგოს ტკივილი! ვისაც რამდენი შეგიძლიათ,ჩარიცხეთ ამ ანგარიშის ნომერზე! საჩქარო რომ არ იყოს,არ შეგაწუხებდით“- დაწერა წკრიალაშვილმა.

ამის შესახებ დაწერა „რუსთავი 2-ის“ჟურნალისტმა სალომე ლილუაშვილმაც. მისი თქმით, ევა ბარბაქაძე გაუსაძლისი ტკივილების გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

„შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ზეგ დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ, რომ ხერხემალზე განმეორებით ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია. ძალიან დიდი მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის ავიაკომპანია “ატლასგლობალს”, რომელიც ევას სპეციალურ რეჟიმში გადაფრენას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ასევე, მადლობა სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს”, რომელიც ოპერაციის ღირებულების 20 პროცენტს დააფინანსებს. გთხოვთ ყველას, შეძლებისდაგვარად იქნებ გაიღოთ თანხა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს და თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. პირველ ეტაპზე, ანუ უახლოეს ორ დღეში, საჭიროა დარჩენილი 35 ათასი დოლარის მობილიზება.

ჩვენ ამას შევძლებთ! უახლოეს პერიოდში გაგაგებინებთ ყველა სიახლეს.

ბანკი „რესპუბლიკა“. ანგარიშის ნომერი: GE39BR0000010929691997 მიმღები: შორენა ბეგაშვილი

კომპანიების წარმომადგენლები ნებისმიერი ინიციატივით, შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ.

მადლობა!“- წერს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სარულიდან გადმოვარდა. ის მრავლობითი მოტეხილობებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ერთი თვის შემდეგ ის კლინიკიდან სახლში გაწერეს, თუმცა გუშინ მისი კლინიკაში დაბრუნება საჭირო გახდა.

იტვირთბა....