aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ ხათუნა ბუწაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებული ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებული ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 373-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე–2 კვარტალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხათუნა ბუწაშვილმა მოკვლის განზრახვით პაატა ხუხუას დანით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ხათუნა ბუწაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა ცრუ დასმენის ფაქტზეც. 2015 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულ მერაბ კ-ს ბრალდების საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა ხათუნა ბუწაშვილმა ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გაუერთიანდა ხათუნა ბუწაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხათუნა ბუწაშვილს საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....