aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, დაახლოებით დღის 2 საათზე უცნობმა პირმა 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა და მოკლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდა. ის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.

 ანსამბლ „გორდელას” წევრი თამარ ალადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოკლული ახალგაზრდა ქართული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ „ხერთვისის“ ხელმძღვანელი ვანო წიკლაურია. მას მკვლელმა სარეპეტიციო დარბაზში ესროლა.

მკვლელობის მოტივი და მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236 ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

იტვირთბა....